2. პროექტის მთავარი იდეა: ვაჟას შემოქმედების ღრმად შესწავლა
3. პროექტის აქტუალობა: შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას,შემოქმედებას, ,შექმნიან ბუკლეტს,მოიძიებენ არა საპროგრამო ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით
4. პროექტის მიზნები: ა) ბიოგრაფიის შესწავლა, ბ) პოეტური ნაწარმოებების შესწავლა გ) ესეების კონკურსი-,,ვაჟა და ოცდამეერთე საუკუნე",
5. მონაწილეთა ასაკი: მესამე საფეხურის მოსწავლეები
6. პროექტის ხანგრძლივობა: სამი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები: ა) მასწავლებლებთან ერთად შემეცნებითი ექსკურსია ჩარგალში,სადაც მოსწავლეები უშუალოდ გაეცნობიან იმ რეალურ გარემოს,სადაც დაიბადა,გაიზარდა და სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა პოეტმა,
ბ)მოსწავლეების ნამუშევრები, სცენები პოემებიდან, გ) დეკლამაცია ვაჟას პოემებიდან,გაღრმავება ვაჟას შემოქმედების, დ) წერითი ნამუშევარი ესე, ე) ნახატების გამოფენა ვაჟას პოემების გმირებზე.
8.პროექტისთვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელოები, ისტის გამოყენება, ვაჟას ნაწარმოებები.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): ა) მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,თვითონ ირჩევენ ერთერთ პოემას და აკეთებენ ინსცენირებას, ,,სტუმარ- -მასპინძელი",,,ალუდა ქეთელაური" და ,,ბახტრიონი" განაწილდება ჯგუფებში,
ბ) თითოეული ჯგუფი აკვირდება პოეტის ენას და აკეთებს მასზე მოხსენებას.
გ) გამოცხადდება ესეების კონკურსი სახელწოდებით ,,ვაჟა ოცდემეერთე საუკუნეში"
დ) ბავშვები ინდივიდუალურად ეცნობიან ვაჟას შემოქმედებაას,არჩევენ მათთვის საუკეთესო ლირიკულ შედევრებს და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
ე) ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს ვიკრიბებით და ვარჩევთ,როგორ მუშაობს თითოეული ჯგუფი, ვაწარმოებ მონიტორინგს და ვაძლევ კონსულტაციებს.
ვ) ვუკეთებ ორგანიზებას სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას ვაჟა- ფშაველას სახლ-მუზეუმში.
ზ) სამი კვირის შემდეგ ვაკეთებთ პროექტის პრეზენტაციას ,სადაც თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს, გაიმართება კონკურსი საუკეთესო ესე და გამოვლინდება გამარჯვებულები,რომელთაც გადაეცემათ ვაჟა-ფშაველას წიგნები, კომპიუტერში აიტვირთება შეგროვილი ესეები და მომზადდება ბუკლეტი გამოსაცემად,რომელიც გაფორმდება მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციებით,ასევე ექსკურსიის შთაბეჭდილებები-ფოტო-სლაიდები, შეიქმნება საპრეზენტაციო ფაილი-,,ვაჟა და ჩვენ" . პრეზენტაცია გაიმართება ექსკურსიის შემდეგ.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები ინსცენირებით წარმოადგინეს ვაჟას შემოქმედება, სადაც გაანალიზეს და გააცნობიერეს ვაჟას ნაწამოებების , მოსწავლეებმა ისწავლეს ინფორმაციის მოძიება, გაანალიზებული მასალის მოკლედ გადმოცემა წერილობით და ზეპირად, ჯგუფში მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა სხვისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება,ერთოვლივი მუშაობის ტექნილოგია,ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობა, ყველაფერი ეს კი ხელს უქყობს ერივნული სასწავლო გეგმის განხორციელებას,წიგნიერების ამაღლებას.
პროექტის დასკვნითი ნაწილი- არასაგაკვეთილო დროს გაიმართა.
თან უნდა ახლდეს გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა ,რომელსაც ადრევე გავაცნობ.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მანია არაბული.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mania.arabuli@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mania.arabuli@gmail.com
No comments:
Post a Comment